არ შეიტანოთ აზოტი (N) და კალიუმი (K) ვაზის დარგვის დროს, რადგან მას შუძლია დააზიანოს ვაზის ფესვები. თუ ნიადაგში ფორსფორიას ნაკლებობაა მაშინ შესაძლებელია მისი ჩაკეთება ნიადაგში დარვის დროს ორმოებში 100 გრ. ოდენობით. სასუქების შეტანა უნდა მოხდეს დარგვიდან ერთი თვის შემდეგ 225 გრ. ოდენობით შემდეგი ფორმულაციით 8-14-14 (N-P2O5-K2O) ვაზის ნერგიდან 60-სმ-ის რადიუსში, ეცადეთ სასუქი შევიდეს ვაზის შტამბიდან არაუახლეს 15 სმი-ისა. მეორე შეტანა უნდა განხორციელდეს ასეთივე დოზიასა ივნისის შუაში.
ქვემოთ ცხრილში არის მოცემული ვაზის ფოთოლში მაკრო და მიკრო ელემენტების ოპტიმალური დონე.
| მიკრო და მაკრო ლემენტები | ოპტიმალური დონე |
| აზოტი (N) | 1.6-2.7 % |
| ფოსფორი (P) | 0.14-0.55 % |
| კალიუმი (K) | 0.65-1.30 % |
| კალციუმი (Ca) | 1.20-2.20 % |
| მაგნიუმი (Mg) | 0.16-0.55 % |
| ნატრიუმი (Na) | 0-2500 ppm |
| მანგანუმი (Mn) | 10-250 ppm |
| რკინა (Fe) | 60-200 ppm |
| სპილენძი (Cu) | 3-20 ppm |
| თუთია (Zn) | 15-50 ppm |
| ბორი (B) | 15-80 ppm |
ქვემოთ ცხრილებში მოცემულია ვანეხის საჭიროება მაკრო და მიკრო ელემენტებში ვენახის მსხმოიარობაში შესვლამდე და მსხმოიარე ვენახში ჰექტარზე 5000 მცენარის შემთხვევაში.
| ვენახის ასაკი | მაკრო ელემენტები (კგ/ჰა) | ||
| N | P2O5 | K2O | |
| მე-2 წელი | 110-190 | 35-50 | 51-83 |
| მე-3 წელი | 192-240 | 70-100 | 92-115 |
ვენახი მსხმოიარობაში
| მაკრო ელემენტების შეთვისება (კგ/ჰა/ 20 ტონა ყურძნის წარმოების შემთხვევაში) | ||||
| N | P2O5 | K2O | MgO | CaO |
| 160 | 60 | 190 | 48 | 360 |
| მიკრო ელემენტების შეთვისება (გრ/ჰა/ 20 ტონა ყურძნის წარმოების შემთხვევაში) | ||||
| Fe | Mn | Zn | Cu | B |
| 895 | 630 | 470 | 730 | 180 |
დამატებითი კონსულტაციის მისაღებად
